LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარი რომ მალე ვერ დადგინდება, ფაქტია – დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტის რა რეალური გზები არსებობს?

60
გარეჯი პაატა

შევთანხმდით, რომ დავით გარეჯის თემაზე დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ისე გადაწყდება, როგორც ჩვენს ძმობას და ჩვენს მეგობრობას შეეფერება, განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ილჰამ აილიევთან შეხვედრის შემდეგ.

სად უნდა გაივლოს საზღვარი საქართველო-აზერბაიჯანს შორის? როგორ შეიძლება გადაწყდეს პრობლემური საკითხი, თემაზე კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშილმა „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

 „საქართველოში საზღვრების დელიმიტაცია- დემარკაციის საკითხს უფრო ემოციური დატვირთვა აქვს, ვიდრე გონივრული და ეს რეალობაა.

ემოციურობა ანგარიშგასაწევია. მიუხედავად ამისა აუცილებელია, კარგად გავერკვეთ საკითხში.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა,  არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს გავლებული საზღვრები.

ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ისე გავწერვიანდით გაეროში, ეუთოში და ევროპის საბჭოში, ისე რომ აზერბაიჯანთან არავითარი პრეტენზია არ გვქონია საზღვრების დადგენაზე და შეთანხმებული ვიყავით, რომ ამაზე კომისიები მუშაობენ და დაადგენდენ საზღვარს. ჩვენც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც ძალიან იოლად მიგვიღეს ორგანიზაციებში, იცოდნენ რა, რომ ამ საქმეს ცივილიზებურად მოვაგვარებდით.

ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ საქართველოს გარკვეული პრეტენზიები გააჩნია. აზერბაიჯანს კი პრეტენზიები არ აქვს, მიიჩნევს, რომ როგორც გავლებული იყო საბჭოთა კავშირის დროს საზღვრები, ეს მისთვის მისაღებია.

მოგეხსენებათ, იმ ადგილზე არის უნიკალური სამონასტრო კომლექსი, რომლის ძალიან მცირე ნაწილი  იმყოფება საბჭოთა კავშირის საზღვრის მიღმა აზერაბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ ფონზე ჩვენ გვაქვს თხოვნაც და მოთხოვნაც, რომ მოხდეს ამ ტერიტორიის გაცვლა ან გადმოცემა, მაგრამ დღემდე აზერბაიჯანს ამის სურვილი არ ჰქონია, გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როგორი ტიპის განცხადებასაც აკეთებდა თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე. ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა მიხეილ სააკაშილიც.

მაგრამ საკითხი დღემდე არ გადაწყვეტილა. ძალიან გამიხარდება, თუ ბატონი ღარიბაშვილი მიაღწევს წარმატებას შევადნაძისგან და სააკაშვილისგან განსხვავებით და წინ იქნება ვითარება წასული, თუმცა დღევანდელი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები არაა ისეთი მჭიდრო და კარგი, რაც იყო შევარდნაძისა და თუგინდ სააკაშვილის დროს.

მდგომარეობა ცოტა გაუარესებულია, თუმცა მეგობრული ურთიერთობები მაინც შენარჩუნნებული გვაქვს.

ამ ფონზე ეჭვი მეპარება, ის შედეგები გვქონდეს, რაც ღარიბაშვილმა დააანონსა,  თუ აზერბაიჯანმა რაიმე პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღო“. – აცხადებს ზაქარეიშვილი „კვირის თემასთან“.

 

რა გამოსავალი შეიძლება იყოს შექმნილი მდგომარეობიდან 

 

„აზერბაიიჯანი ტერიტორიას არ გვაჩუქებს და გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ ეს ტერიტორია სხვა ტერიტორიაზე გაიცვალოს. ან სხვა ფორმაც შეიძლება შემუშავდეს, რომ შეთანხმდნენ ერთობლივ ადმინისტრირებაზე.

ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი და საქართველო დებენ ერთიან ფულს, ქმნიან საბჭოს და ამ საბჭოს მიერ მოხდება განკარგვა ტურისტების მისვლის, მონასტრის ექსპლუატაციის, რემონტისა და უამრავი სხვა საკითხების მოგვარება. ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება სახელმწიფო საზღვარი.

მოგეხსენებათ, თითქმის 40 პროცენტი საქართვლოს საზღვრის დაუდგენელია. (არამარტო ეს მონაკვეთი).

ვიდრე არ დადგინდება საბოლოო ჯამში საზღვარი, ზღაპარია და აბსოლუტურად უსამართლობაა, ვინმეს ვაბრალოთ რაიმეს გასხვისება“. – ამბობს კონფლიქტოლოგი.

 

 უნდა შეიქმნას თუ არა ახალი, საპარლამენტო კომისია, რომელიც დავით გარეჯის თემას შეისწავლის

 

ასეთი კომისიები როგორც წესი უკვე არსებობენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მეხუთე ბორბალის ვარიანტია. თუ ეს კომისია არ ვარგა, ის კომისია რატომ ივარგებს?  2-3 კომისია წარმოუდგენელია ჩემი აზრით და არასახელმწიფობრივ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„კომისიის შედეგი არის ის, რომ მუშაობა მიდის. ვიდრე ხელი არ მოეწერება, ნებისმიერი ტერიტორია, შეიძლება, უკან დაბრუნდეს. ვერ ვიტყვით, რომ კომისიის მუშაობის  ცუდი, ან კარგი შედეგი გვაქვს.

გიორგი მშვენიერაძის დამატებითი კომისიის შექმნის იდეა კი ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ უკვე არსებობს ეს კომისია.

 

"ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის" - გიორგი მშვენიერაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე პარლამენტში კომისიის შექმნას მოითხოვს

უფლებადამცველის თქმით, ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ პირიქით, ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე.

 

ერთადერთი თუ ჩვენ კომისიის მუშაობა არ მოგვწონს, შეიძლება მიგვაჩნდეს, რომ იქ არაკომპეტენტური ხალხი მუშაობს, შეიძლება უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს უკვე არსებული კომისიის მუშაობა და შეიცვალოს კომისიის წევრები. ახალ კომისია რომ შეკრიბება, სად წავა ამდენი რუკები? გაორმაგდება, კოპირებული იქნება თუ როგორ მოხდება?

ორმხრივი კომისიის შექმნა აზერბაიჯანზეცაა დამოკიდებული. აზერბაიჯანი ახალ კომისიასთან ითანამშრომლებს? გიორგი მშვენიერაძე რომ ამბობს,  გავაკეთეთო, არის გარანტია, რომ თანამშრომლობა მოხდება?

ისინი არ იტყვიან, ბოლოსდაბოლოს რა გახდა ამდენი კომისიებიო. ამიტომ უცნაური წინადადებაა და კარგად გათვლილი არაა. ან არ ვარგივართ საერთოდ კომისიაში სამუშაოდ და ამაში 10 კომისია რომ შევქმნათ, ისიც ვერ  დაეხმარება.

შესაძლოა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს კომისია პარლამენტის წევრებთან უფრო მეტად იყოს ანგარიშვალდებული.

უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი გვაქვს გადასაჭრელი. მით უფრო, რომ ყარაბაღის საკითხით კავკასიაში ახალი რეალობა შეიქმნა.

რუსეთი აზერბაიჯანისათვის უფრო მეტად მოპასუხე გახდა. აზერბაიჯანს თავისი ანგარიშები აქვს რუსეთთან. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ორმხრივი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთის გამოწვევების წინააღმდეგ და ამ ფონზე არ შეიძლება, რომ მხოლოდ გარეჯის თემით შემოვიფარგლოთ.

ნუ გადავაყოლებთ საუკუნის საქმეებს ყოველდღიურ საქმეებს. ვენდოთ კომისიის მუშობას. სხვა საქმეები არ გავაფუჭოთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეების გამო. არ შეიძლება, ერთი საქმის მძევალი გახდეს სხვა სტრატეგიულად მნიშნელოვანი საკითხები და ის კავშირები, რომელიც დღეს გვაქვს აზერბაიჯანთან“.

– ამბობს ზაქარეიშვილი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში და დასძენს, „საზღვარი რომ მალე ვერ დადგინდება,  ფაქტია, მაგრამ ორივე ქვეყნის  მესაზღვრეების მიერ დაცული უნდა იყოს და დავით გარეჯში შესვლის პრობლემა არავის უნდა ჰქონდეს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები