LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო ფილმები ულამაზესი პეიზაჟებით

1187
summer-moviesnews

სანამ მოგზაურობა მხოლოდ ვირტუალურად შეიძლება, შთაბეჭდილებების შევსების და ხალისიანი განწყობის შექმნის ერთადერთ საშუალებად ფილმები რჩება თავისი არაჩვეულებრივი ისტორიებით და ულამაზესი პეიზაჟებით.

,,აუზი” (Swimming Pool, 2003) – არტჰაუსუს კლასიკა, ფრანსუა ოზონის ფსიქოლოგიური დრამა დეტექტიური სიუჟეტით, შუა ხნის მწერლის ისტორიაა, რომელიც შთაგონების ძიებაში სტუმრობს ფრანგულ რივიერას და თავისდაუნებურად ეხვევა ახალგაზრდა სექსუალური ქალის ინტრიგებში.

,,ჩემი სიყვარულის ზაფხული” (My Summer of Love, 2004) – პაველ პავლიკოვსკილს ინგლისურმა დრამამ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ზაფხულის არდადეგებს ბრიტანეთის არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე ატარებს, BAFTA-ს პრესტიჟული პრემიასთან ერთად, მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა.

,,მარია ანტუანეტა” (Marie Antoinette, 2006) – სოფია კოპოლას ულამაზეს ფილმს საფრანგეთის თავქარიან დედოფლზე, ვერსალის ულამაზესი პეიზაჟები მიჰყვება ფონად, სადაც მისი უდიდებულესობა მრავალრიცხოვანი ფავორიტების წრეში ატრებდა ზაფხულს.

,,საიდუმლო ვნება” (Adore, 2013) – ავსტრალიის სანაპირო, ლურჯი ზღვა და ცხელი პლაჟი – იდეალური დეკორაციაა დრამისთვის, რომელიც ანა ფონტეინმა არაჩვეულებრივი რობინ რაიტისა და ნაომი უოტსის მონაწილეობით დადგა.

,,პარიზი მოიცდის” (Paris Can Wait, 2016) – ელინორ კოპოლას მელოდრამა პირველ რიგში მათთვისაა, ვისაც სახლიდან გაუსვლელად სურს ფრანგული პროვანსში მოგზაურობა და მისი განუმეორებელი კოლორიტით დატკბობა.

,,წერილები ჯულიეტას” (Letters to Juliet, 2010) – უმშვენიერესი ვერონა, წითელი ღვინო და მსუბუქი ფლირტი – ნებისმიერ არდადეგებს და პირველ რიგში, იტალიურ მოგზაურობას დაამშვენებს, ჰარი ვინიკის რომანტიკულ ფილმი კი, საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ საოცნებო ქვეყანაში.

,,მედისონის ოლქის ხიდები (“The Bridges of Madison County, 1995) – ჰოლივუდის ლეგენდად ქცეული ფილმი იმ ერთი შეხედვით წუთიერ ვნებასა და ხანმოკლე რომანზეა, რომელიც  სამუდამოდ ცვლის მთავარი პერსონაჟების ცხოვრებას.

,,ოდისეა” (The Odyssey, 2016) – ჟაკ-ივ კუსტოს უფროსი შვილის ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით დადგმული ფილმი, არა მხოლოდ ლეგენდარულ ზღვაოსანსა და მკვლევარზე მოუთხრობს მაყურებელს, არამედ ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს დათვალიერებასაც სთავაზობს.

,,სადღაც” (Somewhere, 2010) – ფილმი, რომლის მოქმედება კალიფორნიის ლეგენდარულ სასტუმროში Château Marmont-ში ვითარდება, სოფია კოპოლამ საკუთარი სცენარის მიხედვით დადგა და მაყურებელს სიხარულსა და დარდზე, ბედნიერებასა და სულიერ სიცარიელეზე, ნამდვილ ფასეულობებზე დაფიქრება შესთავაზა.

“დღიური” (The Notebook, 2004) – სამხრეთ კაროლინაში გატარებული ზაფხული და ახალგაზრდული სიყვარული ნოის და ელისთვის მთელი ცხოვრება გაგრძელდა, თუმცა მის შესანარჩუნებლად უზარმაზარი მსხვერპლის გაღება მოუხდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები