LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყვარელი კერძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1360

რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი გასტრონომიული მისწრაფება აქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ ირჩევენ კერძებს ზოდიაქოს ნიშნები და რით უნდა გავუმასპინძლდეთ თუ მათი მასპინძლობა გადავწყვიტეთ.

თხის რქა – თუ წვეულებაზე ფურშეტს აწყობთ და თხის რქას ეპატიჟებით, დარწმუნებული იყავით რომ მთელი საღამო მისი წუწუნის მოსმენა მოგიწევთ, რადგან მათ ტრადიციული, „ნორმალური“ კერძები მოსწონთ, კანაპე და „ერთ ლუკმად ქცეული“  საკვები კი – მათთვის საკვები არაა.

მერწყული –  ნაკლებად პრეტენზიული მერწყული საუკეთესო სტუმარია, რადგან მაშინაც მადლიერი დაგრჩებათ თუ ჩვეულებრივ პიცას შეუკვეთავთ და თავს არ შეიწუხებთ მრავალფეროვანი კერძების მზადებით.

თევზები – რა თქმა უნდა, თევზები უპირატესობას ზღვის პროდუქტს ანიჭებენ, ამიტომ მათი გამოკვება კრევეტებით და ლობსტერით მოგიწევთ. არ დაგავიწყდეთ არც შესაფერისი ღვინის მირთმევა.

ვერძი – გურმანი ვერძი სტუმრობამდე იწყებს ფიქრს რას გასინჯავს, ამიტომ მისი თეფშიც ყოველთვის სავსეა, თუმცა, სასმელი ნაკლებად აინტერესებს, ამიტომ ნურასდროს დააძალებთ ალკოჰოლურ კოქტეილებს.

კურო – ხორცისა და ბოსტნეულის მოყვარული კურო ჯერ კარგად უნდა გამოკვებეთ, მერე კი, თხოვეთ რაც გინდათ და დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ.

ტყუპები – ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე კომუნიკაბელურ ტყუპებს გემრიელად მირთმევაზე მეტად „გემრიელად“ წაჭორავება იზიდავთ, ამიტომ სტუმრად მისულიც ნაკლებად კაპრიზულია, მთავარია მშიერი არ დარჩეს.

კირჩხიბი – ტკბილეულის მოყვარული კირჩხიბის გახარება თუ გსურთ აუცილებლად ახალი და ნაკლებად პოპულარული რეცეპტით მომზადებული გემრიელი ნამცხვარი შესთავაზეთ.

ლომი – მართალია, ლომს ძალიან უყვარს მოლხენა, მაგრამ ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს, რამდენად ხარისხიანადაა მომზადებული საკვები, რადგან ძალიან გაბრაზდება თუ საკუთარი არაპროფესიონალიზმით მის საყვარელ კერძს გააფუჭებთ.

ქალწული – მართალია, ქალწულს ძალიან უყვარს ტკბილეული, მაგრამ მუდმივად დიეტას იცავს და ფრთხილად მიირთმევს საყვარელ ნუგბარს, მერე კი, დიდხანს კიცხავს საკუთარ თავს, ამიტომ სტუმრად წვეული ქალწულისთვის მაქსიმალურად მსუბუქი დესერტი შეარჩიეთ.

სასწორი – ესთეტი სასწორი პირველ რიგში „თვალებით ჭამს“, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორაა გაფორმებული კერძი. ალკოჰოლს აქტიურად მიირთმევს, თუმცა არასდროს კარგავს ზომიერების შეგრძნებას.

მორიელი – თუ მორიელი სტუმრად დაპატიჟეს, ის არასდროს იტყვის უარს ყველა შემოთავაზებული კერძის დაგემოვნებაზე და არც სასმელს მოერიდება, რასაც მეორე დილას ძალიან ინანებს.

მშვილდოსანი – ნამდვილი გურმანი მშვილდოსანი ყოველთვის გემრიელად მიითმევს, თუმცა აუცილებლად სასიამოვნო კომპანიაში, რათა კუჭთან ერთად გონებაც „გამოკვებოს“. სმა კი, ნაკლებად ეხერხება, რადგან სწრაფად კარგავს ზომიერების გრძნობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები