LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწამლავი, ფსკერი… მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს – მოგერევითო, ეგაა – ხოშტარია პრემიერის ღია წერილზე

116
1

“მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს – მოგერევითო, ეგაა ზუსტად”, – ასე აფასებს პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება.

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის საწამლავი, რასაც პრემიერი სააკაშვილზე წერს, თავისი ფორმითა და შინაარსით ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი:

“ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი.

სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება.

მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს მოგერევითო, ეგაა ზუსტად.” – წერს ხოშტარია “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ვრცლად:

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, “ნაციონალურ მოძრაობაში” შფოთავენ

„ნარკოტიკები“, „ქურდული შემოპარვა“ და ძალაუფლების წყურვილი – ღარიბაშვილის ვერსიები სააკაშვილის დაბრუნების მოტივებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები