LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ პნევმონიით ხულოში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა

226
20181224193727

სავარაუდოდ პნევმონიით ხულოში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ხულოს ჰოსპიტალში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა დღის პირველ ნახევარში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს და სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პრევენციის მიზნით, სამედიცინო შემოწმების მიზნით გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მინისტრი ამბობს, რომ მათ კვლევები უტარდებათ, თუმცა საგანგაშო მდგონარეობა არ ფიქსირდება ვირუსთან დაკავშირებით.

„4 წლის ბავშვი ხულოს საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს, სავარაუდოდ, დაგვიანებული შემთხვევა იყო და გარდაიცვალა. ამ ბავშვის გარდა ოჯახში იყვნენ სხვა ბავშვები და გადაწყვიტეს, რომ ვისაც რაიმე ნიშანი ჰქონდა ტემპერატურის მატების, გადაემოწმებინათ. ამიტომ, 7 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ბათუმის ინფექსიურ საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ გადამოწმების მიზნით. მათ ამ დრომდე კვლევები უტარდებათ, თუმცა რაიმე საგანგაშო არ ფიქსირდება და არც კლინიკურად დასტურდება გრიპი”,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები