LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, ბიბლიური სოდომი ასტეროიდმა გაანადგურა

295
sodomi

ქალაქი, რომელიც მეცნიერებს ბიბლიური სოდომის ანალოგად მიაჩნიათ, სავარაუდოდ ასტეროიდმა გაანადგურა. საუბარია დაახლოებით 3600 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთში მდებარე უძველეს ქალაქზე, რომელიც ამჟამად თალ-ელ-ჰამამის სახელითაა ცნობილი.  ბოლო კვლევების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე უზარმაზარი ყინულოვანი კოსმოსური ობიექტი ჩამოვარდა, რომელიც 61 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

კვლევა ეფუძნება ასობით მეცნიერის მიერ 15 წლის განმავლობაში მოძიებული არქეოლოგიური მასალების ანალიზს, რომლებიც აშშ-ის 10 შტატში, კანადასა და ჩეხეთში მიმდინარეობდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ უზარმაზარი ობიექტი პლანეტის ზედაპირიდან 4 კილომეტრის სიმაღლეზე, ატმოსფეროში აფეთქდა, რამაც  ჰაერში ძალიან დიდი ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა. ბოლო გათვლების თანახმად, დარტყმითი ტალღა იმაზე 1000-ჯერ ძლიერი იყო, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის შედეგად წარმოქმნილი.

მკვლევრების თქმით ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას უყურებდნენ, მყისიერად დაბრმავდნენ. ჰაერის ტემპერატურამ კი 2000 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, შესაბამისად ქალაქი თითქმის წამიერად ცეცხლში გაეხვა.

ივარაუდება, რომ ქალაქის 8000 მცხოვრებიდან არავინ გადარჩენილა, დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ კი დარტყმა თალ-ელ-ჰამამიდან 22 კილომეტრით დასავლეთით მდებარე ბიბლიურ ქალაქს, იერიქონს მიადგა. შედეგად, იერიქონის კედლები ჩამოიქცა.

21 მეცნიერი, რომელთა შორის არქეოლოგები, გეოლოგები, გეოქიმიკოსები, გეომორფოლოგები, მინერალოგები, პალეობოტანიკოსები, სედიმენტოლოგები, კოსმოსური დარტყმების ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ფიქრობენ, რომ სწორედ ეს მოვლენა შეიძლება ედოს საფუძვლად ბიბლიურ ამბებს ქალაქების, სოდომისა და იერიქონის შესახებ. მათი კვლევა ახლახანს სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები