LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდმა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეგვიმცირა

118
Canada-economy-602x381

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა, ახალი პროგნოზით კი – 4.3 პროცენტი იქნება.

რაც შეეხება მიმდინარე, ანუ 2019 წელს, ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინიმ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარეშე შოკების მიმართ, 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7% შეადგინა.

“ჩვენ ველით, რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, 2020 წელს 4.3%-ით. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება.”, – განაცხადა ვერა-მარტინიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები