LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი საქართველოზე: საგარეო ფაქტორების მიმართ მოწყვლადობა შემცირებულია

91
237681336

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს. ფონდის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე დევიდ  ლიპტონის თქმით, ქვეყნის  ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია და  ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია.

„მიუხედევად ამ პოზიტიური პერსპექტივისა, ქვეყნის ხელისუფლება უნდა მზად იყოს გაუმკლავდეს საგარეო ვითარების შესაძლო უარყოფითი შედეგების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამისთვის ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, – ამბობს დევიდ  ლიპტონი.

მისივე განმარტებით, „ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად“.

„ხელისუფლება ახორციელებს განათლების რეფორმას რათა შეამციროს შეუსაბამობა სამუშაო ძალის უნარჩვევებსა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის. ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ, საპენსიო სააგენტოს სრულად ამუშავება, სამართლებრივი სფეროს ტრანსპრენტულობის და დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების მობილიზებას. ენერგეტიკის ბაზრის რეფორმა გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას.

გონივრული პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სსფ-ს პროგრამის შესაბამისად ხელს შეუყობს მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, გაზრდის ეკონომიკის მედეგობას და უზრუნველყოფს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას“, – განმარტავს დევიდ ლიპტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები