LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულო წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ: “ამის გარეშე ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია”

261
93277998-1655600047911226-5493148865324384256-o

“პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ სავალდებულო წესებზე საუბრობს, რომლებსაც საქართველოში უნდა მივყვეთ და დავიცვათ.

გიორგი გახარიას თქმით, წესები ძალიან მარტივი და გლობალურია. მისი დაცვის გარეშე კი “შეუძლებელი იქნება ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი.”

“სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენს ცხოვრებაში.

კორონავირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ დღემდე გლობალურად მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ უნდა ებრძოლოს ამ ვირუსს გარდა სოციალური დისტანციისა პირბადისა, მობილობის შემცირებისა და ა.შ.

საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველა მეწარმემ და კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, შეუძლებელი იქნება საქმის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გამყარების გარეშე და მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარმოგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები.

მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, იმისთვის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პოპულალურები