LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო საშემოდგომო მიმართულება – ეს თბილისის ეროვნული პარკია (ვიდეო)

211
74217316-2715033988535748-6672366294316089344-o

2 საფეხმავლო ბილიკი, რომელთა საერთო სიგრძეც 21 კილომეტრია და უამრავი სანახაობა ერთ სივრცეში – ეს თბილისის ეროვნული პარკია, რომელიც საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა შემოდგომის სეზონზე.

ფერადი ფოთლებით შემოსილ ეროვნულ პარკში, შემოდგომის საუკეთესო მოგონებებს შეაგროვებთ, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ.

რა ვითარებაა, როგორ გამოიყურება თბილისის ეროვნული პარკი სწორედ ამ სეზონზე, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეორგოლში, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა, თუმცა, მოგვიანებით მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე ხელახლა შეიქმნა. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე და საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან შედგება. მისი ფართობია 21,036.14 ჰა.

თბილისის ეროვნული პარკში ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა განვითარებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოხდა პირველი ველო-ბილიკის მარკირება. სულ დაიგეგმა და მოეწყო სამი ველო-მარშრუტი.