მართალია, ცნობილმა გულთამპყრობელმა მეთიუ მაკკონაჰიმ ქალბატონების სიმპათია რომანტიკული როლებით მოიპოვა, მაგრამ ნამდვილ აღიარებას, მაინც დრამატული ნამუშევრებით მიაღწია ფილმებში „დალასის მყიდველთა კლუბი“ და „ოქრო“.

fortuna.ge გთავაზობთ მეთიუ მაკკონაჰის ცნობილ ფრაზებს:

მთავარია, ყველგან და ყოველთვის შეძლო ღირსების შენარჩუნება!

შეცდომების გარეშე ცხოვრება სასარგებლოა, მაგრამ ძალიან მოსაწყენი და მოსაბეზრებელი.

ყველაზე რთული საკუთარ თავთან საერთო ენის პოვნაა.

საუკეთესო რჩევას ყოველთვის მისგან იღებ, ვინც არასდროს ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.

ადამიანი მარცხზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე წარმატებაზე, ამიტომ უიღბლობას უფრო ხშირად იზიდავს, ვიდრე იღბალს.

მოუარე საკუთარ ბაღს, ყვავილებს და არ ღირს პეპლების დევნა, რადგან მოვლილ ბაღში პეპლები თვითონ მოფრინდებიან.

ორგვარი შიში არსებობს – ერთი, რომლის აღიარება გრცხვენია და მეორე, რომელსაც უნდა მოუსმინო და ანგარიში გაუწიო.

არ მიყვარს პედანტები და ძალიან მაშინებენ პერფექციონისტები, რომლებიც მანიაკალურად ცდილობენ სრულყოფას და როცა არაფერი გამოსდით, მთელ სამყაროზე ბოროტდებიან.

ადამიანი იშვიათად ღებულობს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, თუმცა უარყოფით შედეგზე პასუხს ყოველთვის მარტო აგებს.

ცინიზმი – ერთდათერთი საშუალებაა გადარჩე თანამედროვე სამყაროში.

60 წამი – სრულიად საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან მერე უკვე შიში, ვარაუდი და ეჭვები იწყება.

ვერასდროს დასვამ საბოლოო წერტილს, რადგან ნებისმიერი დანაკარგი, კონფლიქტი და უსიამოვნება მხოლოდ დროებით შეჩერებაა ცხოვრების გრძელ მარშრუტზე.

რაც უფრო შორს ხარ საყვარელი ადამიანისგან, მით უფრო კარგად ახერხებ მის გაცნობას, რადგან მონატრება გამუდმებით მასზე ფიქრს გაიძულებს.

 

ცნობილი ადამიანების ციტატები

მსგავსი თემები