LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მინი-სერიალები უქმეებისთვის

5637
tv-series-summer

სერიალები არაჩვეულებრივი მსახიობების მონაწილეობით, მართლაც შესანიშნავ პარტნიორობას გაგიწევენ სიცხით მოქანცულ უქმეებზე.

„ოლივია კიტერეჯი“ (Olive Kitteridge) – დრამაში, რომელიც მაყურებელს სკოლის მასწავლებლის 25-წლიან ისტორიას მოუთხრობს, მთავარი როლი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის მფლობელმა ფრენსის მაკდორმანდმა შეასრულა.

„მილდრედ პირსი“ (Mildred Pierce) – „ემის“ შვიდგზის ნომინანტი სერიალის მთავარი გმირი საშუალო ასაკის დიასახლისია ქეით უინსლეტის შესრულებით, რომელიც მეუღლის ღალატთან შეგუებას ცდილობს. სხვათაშორის, სერიალი კი, სტივენ კინგმა მოიწონა.

“11.22.63” – სტივენ კინგის მორიგი რომანის ეკრანიზაცია გონებამახვილი მასწავლებლის ისტორიაა, რომელსაც წასრულში მოგზაურობის და ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის გადარჩენის შანსი მიეცა.

„ღამის ადმინისტრატორი“ (The Night Manager) – კლასიკური ჯაშუშური სერიალი, რომელიც ბოლო წლების საუკეთესო ტელეპროექტად ითვლება, დეტექტივტივების ოსტატის ჯონ ლი კარეს რომანის მიხედვით შეიქმნა. ფილმი „ოსკაროსანმა“ რეჟისორმა სიუზან ბირმა დადგა, მთავარი როლები კი, ტომ ჰიდლსტონმა და ჰიუ ლორიმ შეასრულეს.

„პატრიკ მელროუზი“ (Patrick Melrose) – პოპულარული ბრიტანელი ავტორის ედვარდ სენტ-ობინის რომანების სერიის ეკრანიზაცია ბრიტანელი არისტოკრატის ცხოვრებას მოუთხრობს მაყურებელს. BAFTA-ს ორი პრემიის მფლობელ სერიალს, რომელშიც მთავარი როლი ბენედიქტ კამბერბეტჩმა შეასრულა, მსგავსი პროექტებისგან არაჩვეულებრივი ბრიტანული იუმორი და ერთი შეხედვით ბანალური ისტორიის ორიგინალური თხრობის მანერა გამოარჩევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები