LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო არხი ცხვება… ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია – ნიკა გვარამია

1863
19467860-1735159760116046-4946258866745895182-o

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს ?, შენობა – რ2ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესი არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც „რუსთავი 2-ს“ აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია ✌?

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის. as simple as that. ✌?,“ – წერს გვარამია „ფეისბუქში“.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1311591165675873

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები