LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი”- თალაკვაძე ჩანაწერს ავრცელებს

250
image_750x_5cb74ae169c97

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საარჩევნო უბნებზე არსებული დაპირისპირებები ნაციონალური მოძრაობის გამოწვეულია, რაც მისი მოსაზრებით იმითაა განპირობებული, რომ ოპოზიციურმა პარტიას არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი არ აქვს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და დესტაბილიზაციას გეგმავს. მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიას არეულობის შესაქმნელად “დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესორები სჭირდება”.

დღევანდელ ბრიფინგზე თალაკვაძემ ჩანაწერი გაავრცელა და დასძინა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია სავარაუდოდ ,დაგეგმილი არეულობის შესახებ.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, რულოვსისას და სააკაშვილის გარემოცვის წევრების, ნინია ცისკარიშვილისა და სალომე ჭელიძის საუბარი ისმის:

“ისინი საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება

ვციტირებ: “ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოიგებენ თუ წააგებენ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა და შემდგომ კი მთელი საქართველო”. მთელ ჩვენს ქვეყანას, ძვირფასო საზოგადოებავ, სამეგრელოს კი, ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი”- თქვა ბრიფინგზე თალაკვაძემ

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/2155797521328349/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები