LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

140
20180518151455

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთის კურორტების ბიზნესასოციაციამ მთავრობას მიმართა და 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვა.

„ვითხოვთ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს, არ მოკლათ ბიზნესი მთის კურორტებზე“ – ამბობდა ასოციაციის ხელმძღვანელი მაია ბიჭიკაშვილი. როგორც ის განმარტავდა, მთის კურორტები სეზონური საქმიანობაა და ის ახლა სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, გაკოტრების წინაშე.

„არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. დღესვე უნდა გაკეთდეს განცხადება და ზუსტი პასუხი, გავიხსნებით თუ არა. სხვანაირად ვერ ვიგეგმებით. თუ 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება იქნება სავალალო. ფაქტობრივად, აღარ იარსებებს ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ მცირე და საშუალო მეწარმები. ამ პროდუქტის აღდგენა ძალიან რთული იქნება“,- აღნიშნავდა ბიჭიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები