LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაული მოხდა! – ჰასკი, რომელსაც ყბის ძვლები დაუმტვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო (ვიდეო)

1296
haski

ძაღლი, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში მავთულით ჩამოჰკიდეს და ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი ავრცელებს.

მანამდე თავშესაფარი წერდა, რომ დიდი ალბათობით ჰასკის დაძინება მოუწევდათ, რადგან ის ჭამას ვერასდროს დაიწყებდა. ნაწამები ჰასკი დედაღვთისას მონასტრის მღვდელმსახურმა, სებასტიანე ნეფარიძემ შეიფარა. 

ჭოპორტელი ჰასკი, რომელსაც ყბის ძვლები ცემით დაუმტვრიეს, მამაომ შეიფარა (ფოტო)

ჰასკის ახალი პატრონი მამა სებასტიანეა, რომელიც თავშესაფარში თავად მივიდა და ძაღლზე მზრუნველობის სურვილი გამოთქვა.

“სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბა მოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს. სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ, ყველამ გვითხრა, რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა. ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა. დიდება უფალო შენ ძალას”, – წერს თავშესაფარი.

https://www.facebook.com/100028932739025/videos/218112699163153/