LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს” – თორნიკე მამალაძე

155
BeFunky-collage (41)

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  წერს, რომ “უკვე წელიწადზე მეტია არც ერთი მოძღვარი არ შესულა დეკანოზთან ნუგეშისა და ზიარების მისაცემად”.

მისივე ინფორმაციით, ისინი ვინც საპატიმროში მამალაძეს ხშირად სტუმრობდა, საპატრიარქომ მღვთელმსახურება შეუჩერა.

“ქრისტიანულ სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – პატიმართა მიმართ მზრუნველობის გამოჩენაა. ამ სათნოების ყველაზე აქტიური განმახორციელებელი საპატრიარქო და სასულიერი იერარქები უნდა იყვნენ, წესით. აი, უკვე წელიწადზე მეტია, საპატრიარქოდან არავინ შესულა მამა გიორგისთან ნუგეშისა და ზიარების მისაცემად. უფრო მეტიც, იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას რეგულარულად სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს, ამით დასაჯეს და სხვებსაც მიანიშნეს, რომ დეკანოზის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა დასჯადია საპარტიარქოს მხრიდან. ამბობენ, ისტორიული მოვლენები განმეორებისა და მიმსგავსების მუდმივ რეჟიმში არიანო და, მართლაც, ვხედავ, როგორ დაემსგავსა ჩვენი საპატრიარქო კაიაფას სინედრიონს, რომელმაც მაცხოვარი სასიკვდილოდ გაწირა” – წერს თორნიკე მამალაძე.

https://www.facebook.com/tornike.mamaladze.7/posts/3646510485394295

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები