LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროებში საუზმის კულტურამ, შესაძლოა, რესტორნის სივრციდან ნომრებში გადაინაცვლოს

169
437-03420

„დისტანცირების კულტურის შემოტანასთან ერთად, სასტუმროს რესტორნებიც ვალდებულნი ხდებიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანიცია მაგიდებს შორის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. ამასთან ერთად, სასტუმროს სტუმრებსაც, შესაძლოა, ერჩივნოთ, რომ საუზმე არა საერთო სივრცეებში, არამედ იზოლირებულად მიირთვან. გამომდინარე აქედან, სასტუმროს ოპერატორებმა, შესაძლოა, იფიქრონ, რომ უკეთესი მომსახურებისთვის ააწყონ საუზმის ოთახში მიტანის სერვისი“, – ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს მიმოხილვაში, რომელიც სასტუმროების სექტორს ეხება.

Colliers International Georgia-ს ცნობით, დარგის ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება, რომ სამომავლოდ, სასტუმროების სექტორი ტექნოლოგიური და თვითმომსახურების მიმართულებით განვითარდება და სერვისის კომპონენტში შემცირდება ფიზიკური კომუნიკაციის როლი.

„მსუბუქი პანდემიის პირობებში, სასტუმროების კონკურენტუნარიანობას განისაზღვრება იმით, თუ რამდენად იქნებიან აღჭურვილნი სანიტარული დაცვის საშუალებებით და ექნებათ ახალი პროცედურები მათ სასტუმროში, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აპრობირებული პრაქტიკა ხდება რობოტების გამოყენება, რომლებიც დახურულ სივრცეში ახდენენ დეზინფექციას. მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების/პროდუქტების განახლება ლოიალური კლიენტებისა და ახალი სტუმრებისთვის“, – ნათქვამია Colliers International Georgia-ს მიმოხილვაში.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ქართველების (გამყვანი ვიზიტორები) მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები