LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიკად მოკლულ 8 წლის ნანა ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ

84

რამდენიმე დღის წინ სასტიკად მოკლულ 8 წლის ნანა ბერიაშვილს გორში დღეს დაკრძალავენ. ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

8 წლის გოგონას ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.

რაც შეეხება 11 წლის მოზარდს, რომელიც 14 წლის წინ გაიტაცეს და აქაც ნებიერიძის სახელი ფიგურირებს, დაკარგული ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ ნებიერიძე მცირეწლოვნებთან ნდობაში შედიოდა და დანაშაულს წინასწარი განზრახვით ჩადიოდა.

„როგორც ჩემი შვილის ჰყავდა მიჩვეული, ეგ გოგონაც ეგრე მიიჩვია. მონახა სუსტი წერტილი. ჩემი შვილი ყველას ენდობოდა, მაგრამ თუ ახლოს არ იქნებოდა, არ გაჰყვებოდა. გამოიძიონ, სად არის ჩემი შვილი, როგორ არის. სამუდამო პატიმრობაში უნდა ყოფილიყო ეგ,“ – ამბობს დაკარგული ბავშვის დედა, ხათუნა რაზმაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები