ჯერ კიდევ ორი თვის წინ ჰოუპი ნიგერიის ქუჩებში ცხოვრობდა, რადგან ის მშობლებმა „ავ სულად“ მიიჩნიეს. უზომოდ გამხდარი ბავშვი უსახლკაროდ დადიოდა და შიმშილისგან სიკვდილი ელოდა.

ახლა კი ქალი, რომელმაც ჰოუფი გადაარჩინა, ფოტოებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ბავშვის გარეგნობა რადიკალურად არის შეცვლილი.

იანვრის ბოლოს მთელი მსოფლიო აზიარებდა სოციალურ ქსელებში ფოტოს, სადაც დანიელი ფილანტროპი ანჯა რინგრენ ლოვენი შიმშილისგან დასუსტებულ ბავშვს წყალს ასმევს.

Anja-Ringgren-Loven-Nigerian-boy

ახლა კი ჰოუფს მფარველობას უწევს აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად შექმნილი ფონდი, რომლის დამფუძნებლებიც ანჯა რინგრენ ლოვენი და მისი ქმარი, დევიდი არიან.

„ჰოუფი ახლა თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, მას ახალი ცხოვრება აქვს 35 ახალ ძმასთან და დასთან ერთად და მასზე ყველა ზრუნავს. ბავშვები ერთად სწავლობენ და ერთმანეთი ძალიან უყვართ,“ – წერს ლოვენი.

 

12718100_10154079461728024_7136585040340124594_n

hope-new-nigeria-1

hope-new-nigeria-2

ფონდის დამფუძნებელმა, ასევე, ისაუბრა, რატომ მიატოვა დანიაში ყველაფერი და „ავ სულებად“ წოდებული ბავშვების დასახმარებლად ნიგერიაში გაემგზავრა.

მისი თქმით, სამი წლის წინ ნიგერიაში მოგზაურობისას შეხვდა ბავშვებს, რომლებიც იმის გამო, რომ მშობლებს ავ სულებად მიაჩნდათ, სასტიკად იყვნენ ნაცემი და ქუჩებში უპატრონოდ დაწანწალებდნენ. ნანახის გამო ლოვენმა გადაწყვიტა, გადასულიყო საცხოვრებლად ნიგერიაში და მათთვის ეპატრონა.

 

ტეგები: ნიგერია

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05