LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიხარულოა, რომ იმატა პირდაპირმა საჰაერო რეისებმა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით: მარიამ ქვრივიშვილი

92
0b10dfb22816b150fb870dc9c7307bb3-XL

“სასიხარულოა, რომ იმატა პირდაპირმა საჰაერო რეისებმა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით”,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საჰარეო რეისების სიხშირე და სახმელეთო საზღვრის გახსნა, რომელიც 1 ივნისიდან იგეგმება, პოზიტიურ ეფექტს შექმნის ტურიზმის ინდუსტრიის მოძლიერებაში.

“პირდაპირი საჰაერო მიმოსვლების კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები ლიდერობს. ასევე, აღდგენილი რეისების კუთხით გვაქვს კარგი დინამიკა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

საქართველოს საავიაციო მდგომარეობა რეისების სიხშირისა და ავიაკომპანიების რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიის მხრიდანაც.

სახმელეთოს საზღვრის გახსნის შემდეგ მოლოდინები პოზიტიურია. ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას რათქმაუნდა გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა საერთოა – ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მაქსიმალური კონტროლი გვქონდეს, რომ არ მოხდეს უნებლიე ვირუსის იმპორტირება ქვეყანაში.

მოლოდინი გვაქვს, რომ სწრაფად დავინახავთ სახმელეთო საზღვრის გახსნის პოზიტიურ ეფექტს ტურიზმის ინდუსტრიის მოძლიერებაში”,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები