LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 8.5 ლარით გაიზარდა

98
shutterstock_716625154

საქართველოში საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.1 ლარითაა გაზრდილი და 190.1 ლარს შეადგენს.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 12.3 ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ მაისში წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა საშუალო მომხმარებლისა და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმებიც. კერძოდ, აპრილთან შედარებით, მაისში 4.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 168.4 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 8.5 ლარით გაიზარდა და 318.9 ლარი გახდა.

რაც შეეხება ოჯახის სხვადასხვა ტიპებს, ორსულიან ოჯახს მაისში არსებობისთვის -269.4 ლარი სჭირდებოდა, ექვსსულიან ოჯახს კი – 448 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები