LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ – პროკურატურის განცხადება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

67
BeFunky-collage (3)

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, მოსამართლე გიორგი არევაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ამავე თემაზე:

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

გიგი უგულავა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი

ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები