LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

169
116335186-287820969223747-6568108752430714046-n

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს. 8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მოსამართლე, ვალერიან ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ ჰქონდა. სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც რურუას ბრალეულობას აქარწყლებს, მოსამართლე არ გაითვალისწინებდა.

გიორგი რურუა პოლიტპატიმარი თუ კრიმინალი? – თამარ თორაძე სენატორ რიშს „ბოროტების საძმოს“ ამბებს უყვება

ადვოკატმა ასევე დააანონსა, რომ გამამტყუნებეელ განაჩენს ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

„ჩემი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია“: რურუა ოპოზიციას მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები