LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გაათავისუფლა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

1098
ძაღლი 3

კაცი, რომელმაც ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სახლიდან ძაღლი გადმოაგდო, თავისუფალია. მას გაუსვლელობასა და სათანადო ქცევაზე ხელწერილი დააწერინეს.

კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, პოლიციამ დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს მეზობელთან კამათი მოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ გადმოაგდო ძაღლი.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი 6 აპრილს მოხდა. კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძაღლი არ მომკვდარა, ის თბილისში, ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

ბრალდება სასჯელის სახით 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

პოპულალურები