LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო

kirkitadze_sasamartloze2

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.

დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

ამ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები