LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავეს

205
დაკავება დამპალოს სასაფლაოზე

ვარკეთილში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავეს. როგორც ახალაგზრდა მამაკაცმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ბაბუის სასაფლაოზე შესვლა სურდა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

მოქალაქე პროტესტის ნიშნად სამართალდამცველებს სთხოვდა, რომ შესვლის უფლება მიეცათ და ამასთანავე, გამოეწერათ 2000-ლარიანი ჯარიმა, ინციდენტის შემდგომ კი, ის პოლიციელებმა დააკავეს.

სამართალდამცველების თქმით, მოქალაქე არ დაემორჩლა მათ კანონიერ მოთხოვნას – დაეტოვებინა სასაფლაოს ტერიტორია. სასაფლაოზე შესვლის მცდელობის გამო კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს და დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვის დამრღვევი 2 000 ლარით ჯარიმდება.

რაც შეეხება პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და ჯარიმებს – 29 აპრილს, კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.

ცვლილებებით მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

პოპულალურები