LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარკოზის შერჩევა ინაუგურაციაზე დასასწრებად არ ნიშნავს, რომ მას რეგულარული წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება დაეკისრება

ebde36ec05e95508eea3c3a67e14bc48_thumb

“ნიკოლა სარკოზის შერჩევა, რათა მას წარმოედგინა საფრანგეთი ინაუგურაციის ცერემონიაზე, პრაგმატული და ზუსტი ნაბიჯი იყო სარკოზის საქართველოსთან კავშირის გამო, სადაც ის 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში  განმარტავენ , რომ აღნიშნული ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ ნიკოლა სარკოზის რეგულარული წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება დაეკისრება.

16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას თელავში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრო, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პირისპირ შეხვდა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

 

პოპულალურები