LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარკეზე დატოვებული წარწერა “მიშველეთ”- ბორტგამცილებელმა გოგონა გადაარჩინა

139

ავიაკომპანია „ალასკა ეარლაინსის“ ბორტგამცილებელმა გოგონა ტრეფიკინგისგან იხსნა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შელია ფედრიკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თვითმფრინავში დაინახა კარგად ჩაცმული მამაკაცი და მასთან ერთად თმააწეწილი, მოუწესრიგებელი მოზარდი გოგონა. მგზავრებმა მაშინვე ეჭვები გაუჩინეს ბორტგამცილებელს.

„გოგონა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მან ჯოჯოხეთი გამოიარა,“- განაცხადა შელიამ „ენბისისთან“. მამაკაცმა კი მას არ მისცა საშუალება, მოზარდს გასაუბრებოდა.

 

ფედრიკმა გოგონას შეუმჩნევლად ანიშნა, რომ ტუალეტში შესულიყო,სადაც სარკეზე შეტყობინება ელოდა ბორტგამცილებლისგან. მოზარდი ტუალეტში შევიდა და სარკეზევე დაწერა „მიშველეთ“.

აღმოჩნდა, რომ მოზარდი ადამიანებით მოვაჭრეების მსხვერპლი გახდა. ფედრიკმა გოგონას შეტყობინების შესახებ მფრინავს აცნობა, მან კი წინასწარვე გააფრთხილა პოლიცია. აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომისთანავე მამაკაცი დააპატიმრეს.

ინციდენტი 2011 წელს მოხდა, თუმცა მედიამ ინფორმაცია მხოლოდ ახლა მოიპოვა, მას შემდეგ, რაც საქველმოქმედო ორგანიზაციამ Airline Ambassadors ეკიპაჟის წევრების მომზადება დაიწყო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გადარჩენილი გოგონა უკვე კოლეჯში სწავლობს და ბორტგამცილებელთან ურთიერთობას არ წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები