LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარკეში ჩავიხედოთ, როცა ვლაპარაკობთ რა სახე გვაქვს“ – თამარ გაგოშიძე

8577
tamar-gagoshidze-7-rcheva

ემოციების მართვა ერთ-ერთი უმთავრესი და პრობლემური საკითხია. ხშირად სწორედ ამაზე დგას ადამიანების ურთიერობები. თამარ გაგოშიძემ „ფორტუნასთან“ ემოციების რეგულაციაზე ისაუბრა.

„შევხედოთ ჩვენს თავებს, სარკეში ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ როცა ვლაპარაკობთ, რა სახე გვაქვს და რა ტონით ვსაუბრობთ. ჩვენი საზოგადოება როგორია იცით? საფრთხის განცდა აქვს, არაფერს უპირებ და მაინც თავდაცვით მდგომარეობაში დგას, გეჩხუბება. სანამ წაგება-მოგების ენით ვსაუბრობთ, რჩევებსაც არ აქვს აზრი. საკუთარ გრძნობებში ჩავიხედოთ და ვისწავლოთ სიბრაზის მართვა…

დღეს ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში შეტანილია საგნად ემოციური ინტელექტის მართვა. ეს აღმოჩნდა მთავარი ცოდნის მიღებისთვის, კარიერის გაკეთებისა და ზოგადად, ცხოვრებისთვის. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ, ეს პრობლემა დაინახეს, აღიარეს და მუშაობენ“.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები