მიხეილ კალანდიას ადვოკატი “ქართულ ოცნებასა” და ” ევროპულ საქართველოს” პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს. ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გარიგების პროდუქტია კალანდიას დაპატიმრება, რითიც მისი თქმით, ზაზა სარალიძე დაამშვიდეს

ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით. ეს სპექტაკლიც ამის გამო გაითამაშეს და საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად მოათავსეს“, – აცხადებს ადვოკატი.

თოდუა ითხოვს ყველა დანიშნული სასამართლო სხდომა გასაჯაროვდეს. 

” პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალი დასაბუთებას ვერ ჰპოვებს”, – ამბობს თოდუა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ხვალ ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რათა დახურული სხდომა გასაჯაროვდეს.

ცოტა ხნის წინ კალანდიას ადვოკატს სარალიძემ სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ “ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის, ე.წ. ბაზარზე სადისტურად იქნა მოკლული ორი არასრულწლოვანი”. 

“საბჭოთა გადმონაშთის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ ძალიან კარგად მოგეხსენებათ პატივცემულო უფლება დამცველო თუ როგორც გასამართლდებოდა თითოეული მონაწილე ორი არასრულწლოვნის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი დაგეგმვით და შეცნობით მკვლელობისთვის!!!
მაგრამ მათდა საბედნიეროდ დღეს 21 საუკუნეა და სამართლის აღგდგენის ცივილური მეთოდები არსებობს!!!!!
ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ!!!!
ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის, ე.წ. ბაზარზე სადისტურად იქნა მოკლული ორი არასრულწლოვანი,რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას თქვენი დაცვისქვეშ მყოფი!!!!
დანარჩენს სასამართლოს მოვახსენებ!!!!”, – წერს სარალიძე.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები