LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე ცოტნე გამსახურდიას პასუხობს: “მისი ოჯახის წინაშე მუდამ თავდახრილი ვიქნები”

20901
BeFunky-collage

ხორავას ქუჩაზე მოკლულმა, დავით სარალიძის მამამ, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიას ოჯახზე. ზაზა სარალიძე ამ პოსტით, სავარაუდოდ, ცოტნე გამსახურდიას სტატუსს ეხმაურება.

საქმე იმაშია, რომ ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ,  ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა, რამაც ცოტნე გამსახურდიას გაღიზიანება გამოიწვია – ვაზიარებ მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს კაცი,“- დაწერა ცოტნე გამსახურდიამ.

ზაზა სარალიძე ივანიშვილს: გილოცავთ იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ქვია

"რაც მე ვერ დაგილოცოთ ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!!"

გთავაზობთ ზაზა სარალიძის პოსტს:

“თორმეთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან,რომელიც არასდროს დამავიწყდება.

მაშინ 5 წლის იყო დათუჩა და 4 წლის მარიამი.
სამსახურიდან პირდაპირ სახლისკენ მეჩქარებოდა ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად.

წინა დღით გვითხრეს რომ დამატებით უნდა გავსულიყავით რუსთაველზე სამუშაოდ.

როდესაც მიზეზი გვითხრეს რისთვის უნდა გვემუშავა, სამსახურებრივი მოვალეობები დაგვავიწყდა და ერთი სული გვქონდა როდის გათენდებოდა მეორე

დღე,რათა საკადრისი პატივი მიგვეგო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის!!!

არასდროს დამავიწყდება ის წამი, როდესაც მოასვენებდნენ ჩვენი ერის სიმდიდრეს და მისი სამარადისო გნსასვენებლისაკენ თვალი გამეპარა.

ვერც მაშინ დავძლიე პროვინციალიზმი და დარცხვენილმა თავი დავხარე.

ის იმდენად დიდი პიროვნება იყო,მისკენ გახედვა მერიდებოდა.

ვერც წლების შემდეგ ვძლიე პროვინციალიზმს და მისი ოჯახის წინაშე მუდამ თავდახრილი და თვალებ დახრილი ვიქნები.

საამაყოა და მუდამ საამაყოდ დარჩება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ის ადამიანი ვინც პირველდ გახსნა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა.

უფალმა გაანათლოს თქვენი სული ბატონო ზვიად!!!

თქვენს ოჯახს და დანატოვარს უფლის წყალობა არ მოაკლდეს!!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები