LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარაევოს ფესტივალზე ლევან გელბახიანს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადასცეს

318
BeFunky-collage (37)

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო „სარაევოს გული“ ლევან გელბახიანს გადაეცა.

გელბახიანი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრულ ფილმში, And Then We Danced-ში მთავარი გმირის როლს ასახიერებს.

https://www.facebook.com/andthenwedanced/posts/356503928570812?__xts__[0]=68.ARAlD0DlHwRd36c5h5WE6selBMs0kuDQOH_Lyidj_RwE1HPyotABz6ad2cQH3276veFS3Re1aLPfs0YQgVM-txGFUzWzJDE2misM3DdMDg-6HZvg6CB2y0DCz0X9YbgcysQFYb-Wm6j2cjXdSRzWSz4IaLfPVnRq87eE62Gk4KefMZT8IWkSk-gVc77xQF6-X0ikHfXMuqhdl_uYRqtqy0aLdg9JpwFJs7TunQIAHIQRWWS_rTeBUpakfFSTVbJh45Hr_66EUa_G8TqSsLOA1TYinRBlDLLLGRb3BPOA8VjtfZIJrbACFT8HmUizk9hlfZwjvvkk1ihoKCENxIV47dQ&__tn__=-R

 

ცნობისთვის, ეს ლევან გელბახიანის მეორე ჯილდოა. ივლისში, ამავე როლისთვის, ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ოდესის კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2561443013900873&id=100001055990253

And Then We Danced გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური მხატვრული ფილმია, რომლის პრემიერაც 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა.

ქართული გეი ფილმის მსახიობი კანის ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა

ფილმი გვაჩვენებს მოცეკვავის თავგადასავალს და ქართულ გეი რომანს.

სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც დაიწყება ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები