LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი”

165
ადამი

ამერიკელი კონგრესმენის მნიშვნელოვანი სიტყვები და პირდაპირ საუბარი საქართველოს მომავალზე – ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

როგორც კონგრესმენმა თქვა, ის, რადგან საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდეს.

"ასეთი ავტორიტეტული ადამიანები უშინაარსო იდეებს არ ისვრიან" - რას ნიშნავდა რასმუსენის და აპატურაის განცხადებები?

თუ ვინმეს უნდა რომ დავეხმარო, მინიმუმ ჩემზე მეტად უნდა უნდოდეს რომ დავეხმაროო, ასეა ჩვენი და ნატოს საქმეც

“ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის.

ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან“, – ამბობს კონგრესმენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები