LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება

89
Untitled design (1)

27 აპრილს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამის შემდეგ კი ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართვება.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.

უწყების ცნობით, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც სტუმარი ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ლანდსბერგისი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ლიეტუვის დელეგაცია კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.

ვიზიტს “ტვიტერში” ეხმიანება ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრაც და აღნიშნავს, რომ მინისტრი  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

“გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ძირითადი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართება. NATO-სა და მასთან დაკავშირებული რეფორმების დღის წესრიგის განხილვა კი ხვალ დაიწყება.” – წერს ელჩი “ტვიტერში”.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.

პოპულალურები