LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

424
dasaqmeba

საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.8% შეადგინა – 2019 წლის I კვარტლის სტატისტიკას “საქსტატი” ავრცელებს.

ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.8 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე უცვლელი დარჩა, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით.

 

 

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.0%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში  

საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ახალგაზრდებში ფიქსირდება

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით

 შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

 

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.9%-ით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.6%-ით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები