LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა: უფრო მამაკაცებში

115
image-16842

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%-ით გაიზარდა და 12.3% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. მათივე განმარტებით, შემცირებულია დასაქმების დონეც 0.5 პროცენტული პუნქტით. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით  ნაკლებია დაქირავებულთა წილიც.

საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, რომ უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით, გაცილებით დაბალია. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.

მათივე ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით, მაღალია კაცებში. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით. თუმცა, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. საქსტატის ანგარიშის მიხედვით,  2020 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 74.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.6 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება დასაქმების დონეს, ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები