LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბების წარმოება იგეგმება (ვიდეო)

314
pirbadeebi 22 (1)

საქართველოში ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბების წარმოება იგეგმება. პროექტზე სამედიცინო ველნეს კურორტი “ბიოლი“ მუშაობს, რომლის დამფუძნებელმაც თამაზ მჭედლიძემ აღნიშნულ საკითხზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მჭედლიძე ამბობს, უახლოეს დღეებში საწარმოო ნიმუში და პირველი პარტია უკვე მზად იქნება. წარმოება ამ ტეპაზე უკრაინაში ხდება, თუმცა „ბიოლი“ მუშაობას იმაზე, რომ წარმოება საქართველოშიც დაიწყოს.

ქართველი ახალგაზრდები პორტატულ სასუნთქ აპარატს და ელექტრონულ პირბადეს შექმნიან

ახალგაზრდა ინოვატორებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ინოვაციური იდეები წარმოადგინეს

„როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეშინია/კლავს ულტრაიისფერი დასხივება, გაჩნდა მრავალჯერადი, ულტრაიისფერი ნიღბების გაკეთების იდეა. როდესაც საქართველოში ვეცნობოდით პატენტთან დაკავშირებით ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ბევრად უფრო სწრაფად შემოგვთავაზეს ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ იდეის განხორციელება სწორედ იქ მოგვიხდა. ამასთან, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ეს წარმოება საქართველოშიც იყოს. ვარჩევთ დანადგარებს და ა.შ,“-განაცხადა სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლის“ დამფუძნებელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თუ როგორი იქნება ულტრაიისფერი ნიღბები სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს თავად თამაზ მჭედლიძე აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები