LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვები გამკაცრდა

89
flights1-1590118648

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;

ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა (პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით);

გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);

დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები;

ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;

ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;

თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლები, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალი, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები