LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება

88
much-than-2

ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის თქმით, “ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაციები”.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება და ტურისტები ორგანიზებულად შემოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დადებითი სტატისტიკით გამოირჩევიან.

„ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წარმატებით გაუძღვნენ ამ ბრძოლას და მათაც დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ ტურისტები. პირველ რიგში, მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული. ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია და ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ სასტუმროებში დაცული იქნება წესები და გარდა ამისა, ტუროპერატორები პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მიერვე შემოყვანილი ტურისტების მოვლაზე,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შიდა ტურიზმის აღდგენაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უცილებელია უსაფრთხოების წესების და არსებული რეგულაციების დაცვა, მათ შორის მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები