საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსაწარმოე საქართველოში“, კომპანიათიბისი ლიზინგსადა თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის პირველ სამმხრივ მემორანდუმს ფოთში, საზღვაო სასწავლოსაწვრთნელ ცენტრში მოეწერა ხელი. მემორანდუმის საფუძველზე, პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

„საქართველოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა, ფოთისთვისაც თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რომლის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი გავაკეთეთ. წინა ხელისუფლების დროს, წლების განმავლობაში თევზჭერა უყურადღებოდ იყო მიტოვებული, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი თევზჭერის დარგის აღსადგენად ყველაფერი გავაკეთეთ; პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ავამოქმედეთ სპეციალური პროგრამების პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს თევზჭერას და იმ ადამიანებს, ვინც შეიძენენ, შეუკვეთენ, ააშენებენ თევზსაჭერ გემებს და მოემსახურებიან მათ. ჩვენ ვეხმარებით როგორც საკრედიტო-საგარანტიო სქემით, ასევე სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით. სასიხარულოა, რომ პირველი ასეთი პროექტი დღეს იქნა ხელმოწერილი, ხოლო კიდევ სამი პროექტი მომზადების პროცესშია. ვიმედოვნებთ,რომ უახლოეს თვეებში ჩვენი დახმარებით თევზჭერის ფლოტილია აღდგება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს + 5% იანი თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება.

პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები