LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში შევიძენთ აღჭურვილობას, ჩავატარებთ ტრეინინგებს, დავეხმარებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს” – ევროკავშირის ელჩი

105
Capture

“ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს წარმატებით გაართვას თავი”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროპა თავადაც იბრძვის “კოვიდ 19”-ის წინააღმდეგ, კვლავ დგას პარტნიორების გვერდით, და საქართევლოს ფინანსურად მნიშვნელოვნად დაეხმარება.

“ვიდრე ევროპა თავად იბრძვის პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად, იგი კვლავ დგას პარტნიორების გვერდით. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად “კოვიდ 19”-თან გამკლავებაში. ეს თანხები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ასევე გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს წარმატებით გაართვას თავი. მთელი ეს დაფინანსება მოდის როგორც გრანტი და არა როგორც სესხი, იგი ემატება დახმარების პაკეტის, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა. საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია”, – აცხადებს ჰარცელი.

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკვშირის მიერ გამოყოფილი თანხები ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

“ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო.

ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს, აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა”, – აცხადებს ჰარცელი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფცირებულთა რიცხვი 214- მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4559 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

კოროავირუსის ვაქცინა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს მზად – ოქსფორდელი მეცნიერები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები