LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შესაძლოა მალე ვაქცინა გვქონდეს: ალექსანდრე გოგინავას შეფასებით საპანიკო არაფერია

121
goginava

ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა. თუმცა, ამასთან ერთად, შეიცვალა მიდგომა და პაციენტების მართვის პროტოკოლები განახლდა. სიტუაცია საყურადღებოა. თუმცა, ჯერჯერობით არანაირი დეფიციტი არ არსებობს – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემა “პოლიტიკურ პოსტში” ისაუბრა.

”არის გარკვეული შემთხვევები, როცა შეიძლება პატარა პრობლემები შეიქმნას. თუმცა, ამაზე სწორი და სწრაფი რეაგირება გვაქვს. ამ ეტაპზე, საპანიკო არაფერია. უნდა მივყვეთ პანდემიის მსვლელობას და ადეკვატური გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული”.

რაც შეეხება მზარდ სტატისტიკას. მან აღნიშნა, რომ ეს დინამიური პროცესია. უნდა მოხდეს ახალი მედპერსონალის გადამზადება. მათ უნდა მიეცეთ ახალი რეკომენდაციები, რაც დინამიური პროცესებია და ეტაპობრივად განხორციელდება. ასევე, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება ახალი მედიკამენტი ”რემდესივირი”, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე ჩვენს ქვეყანას ქონდეს, სხვა გამოსაცდელ პრეპარატებს შორის ყველაზე ეფექტიანად მიიჩნევა.

ინფიცირებულთა კლება დამოკიდებულია ვირუსის ბუნებაზე. იმაზე თუ, როდის გახდება ვირუსი ნაკლებ აგრესიული. ასევე, საზოგადოების მიდგომაზე. უნდა დაიცვან რეკომენდაციები, დისტანცირება, პირბადის გამოყენება, ჰიგიენის ნორმები. სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაზე დროულად მიმართვა. თუ წესებს დავიცავთ ნელნელა შეიძლება სიტუაცია დასტაბილურდეს. მიმდინარე კვლევები კლინიკურ ფაზაშია, მაგრამ მალე შეიძლება გვქონდეს ვაქცინა. თუმცა, ამ ეტაპზე მაინც ადრეა ამაზე საუბარი. კარგ შემთხვევაში, წლის ბოლოს გვექნება, მაგრამ დიდი ალბათობით შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისამდე მოგვიწიოს მოცდა”, – აღნიშნა გოგინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები