LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსულ ტურისტებს შესაძლოა, სამედიცინო ცნობის წარდგენა დასჭირდეთ

78
turists

საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს შესაძლოა, სამედიცინო ცნობის წარდგენა დასჭირდეთ იმის დასადასტურებლად, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქვრივიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სრულ რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, 25 მაისისთვის გასცემს.

„ბევრი ოფციაა, მათ შორის არის ეს საკითხიც. ასევე, სხვადასხვა არხის გამოყენება განიხილება, ეს უკვე დამოკიდებულია საბოლოო შეთანხმებაზე, რასაც ორი ქვეყანა მიაღწევს. ასევე, სრულ ჰარმონიაში უნდა ვიყოთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან იმისთვის, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულოს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება. ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს და ველოდებით, რომ 25 მაისისთვის ისინი უკვე სრულ რეკომენდაციებს წარმოგვიდგენენ“, – განმარტა ქვრივიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ საუბრისას.

„ისრაელის ავიახაზები“ მზადაა საქართველოში დაბრუნდეს

“ისრაელი ყოველთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყანა"

მისივე თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, რათა მათ შორის ე.წ. უსაფრთხო დერეფნის ფორმატის შეთანხმება შედგეს. ასეთი შეთანხმების ფარგლებში ერთმანეთთან ტურისტული მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები