LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საოჯახო სასტუმროებში განთავსება გაძვირდა

148
21597917

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG საქართველოში არსებული სასტუმროების ფასების ინდექსს აქვეყნებს.

PMCG -ის მიხედვით, 2019 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 128 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 219 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 76 ლარი შეადგინა, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი – 494 ლარი. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 612 ლარი შეადგინა, აჭარაში – 479 ლარი, ხოლო სამცხეჯავახეთსა და კახეთში – 375 ლარი.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მაისში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 6.7%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.1%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 11.4%-ით.

2019 წლის მაისში, 2018 წლის მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები