LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება იგეგმება

387
Medical tourism

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარიამ ქვრივიშვილმა და შაბთაი ცურმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ისრაელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების დიდი შესაძლებლობა გააჩნიათ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.

გაზაფხულზე საქართველოში ისრაელიდან ტურიზმის სექტორით დაინტერესებული ინვესტორების ვიზიტი იგეგმება, მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისრაელის ელჩთან დაგეგმილ ბიზნესფორუმზეც ისაუბრეს.

ისრაელიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 156,922 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +36.4 %. 2019 წლის იანვარში კი ისრაელიდან საქართველოში 132,1%-ით საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 2019 წლის ბოლომდე ისრაელიდან საქართველოში 200 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტი შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები