LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, აღარ მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათიც

116
tbilisi-andzawh

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, აღარ მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათიც.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იყო გამოხადებული.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, გუშინ, 21 მაისს განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, კომენდანტის საათი.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, საჭიროა ელემენტარულ წესების დაცვა, რომლებიც „მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი“.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში 23 მაისიდან

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა – ირაკლი ჩიქოვანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები