LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება: მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს

87
BeFunky-collage - 2020-09-14T145313.890

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე განმარტებით,  დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი, რომ გავრცელება შეგვეკავებინა, ამიტომ გავატარეთ მკაცრი ზომები.

დღეს სისტემა არის მომზადებული. არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნებმა ის ზომები რაც ჩვენ გავატარეთ, არ მიიღეს, ამიტომ  დიდი ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების წინაშე დადგნენ.

თამამად შეგვიძლია ვთვათ, რომ სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

4 სოფელში: მატანში, ზოდში, ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა