LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი იმართება

129
shutterstock_insurance_Ahmetov_Ruslan

დღეს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი იმართება – ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს. სადაზღვევო ფორუმს საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისა და ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრის – კომპანია „ირაოს“ მხარდაჭერით მართავს.

ფორუმზე წარდგებიან სხვადასხვა ევროპული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი – პიტერ ტირინგი. პროგრამაში სპიკერებად დასახელებული არიან: პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილი.

კონფერენციის ძირითადი თემებია: სადაზღვევო ბაზრის გამოწვევები და განვითარების გზები. კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს გლობალური სადაზღვევო ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და ყველას ვინც დაინტერესებულია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარებით, წარმოადგინოს უახლესი ტრენდები ავტოდაზღვევის, აგრო დაზღვევის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. ასევე განიხილება საკითხები ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ, რომელიც ამჟამად საქართველოს ბაზარზე ჯერ არ არის სავალდებულო.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმართება XPRIMM –ის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმი და კომპანია „ირაო“ – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ამ კონფერენციის ოფიციალური პარტნიორია. ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისათვის. კომპანია „ირაო“ ვენის სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენთვის ნაცნობია სადაზღვევო ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იქნება ჩვენი სხვა უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე, განვითარების გზებსა და ახალ ტექნოლოგიებზე”, -აცხადებს კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები