LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰოლანდიური ბრენდის KEUNE Haircosmetics საერთაშორისო აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი KEUNE Academy Georgia იხსნება!

490
a (22)

საქართველოში ჰოლანდიური ბრენდის KEUNE Haircosmetics საერთაშორისო აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი KEUNE Academy Georgia იხსნება!
KEUNE Academy თავის წვლილს შეიტანს პროფესიული განათლების სწავლების ევროპულ საგანმანათლებლოს სწავლებასთან დაახლოებასა და თავსებადობასთან. კერძოდ, თმისა და სილამაზის მომსახურეობის მიმართულებით დაკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რომელცათ გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო მიმართულებით.

 

KEUNE Haircosmetics არის თმის მოვლის საშუალებების ჰოლანდიური კომპანია, რომელიც დაარსდა 1922 წელს და წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს თმის პროფესიონალური კოსმეტიკის წარმოებაში. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც დიდი ყურადღებას აქცევს წარმოებული პროდუქციის ხარისხს, უსაფრთხოებას და კომპანიის რეპუტაციას. მისი ფილოსოფიაა აწარმოოს უსაფრთხო პროდუქცია ადამიანისთვის და გარემოსთვის, რასაც ადასტურებს მისთვის მინიჭებული ეკო ბრენდის წოდება.

პროდუქციის წარმოება ხდება მხოლოდ ჰოლანდიაში მდებარე ულტრათანამედროვე ქარხანაში, მათი შესწავლა და გამოცდა მიმდდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიაში და მათ მიერ დაარსებულ პროფესიულ სასწავლებლობში, რომლებიც მდებარეობს ისეთ ქვექნებში, როგორებიცაა აშშ, ავსტრალია, შვეიცარია, ბრაზილია, პოლონეთი, რუსეთი და ა.შ.

LCN წარმოადგენს ფრჩხილის, ხელის, ფეხის მოვლის საშუალებების პროფესიონალურ გერმანულ ბრენდს 35 წლიანი გამოცდილებით. 2008, 2010 წლებში დაიკავა პირველი და მეორე ადგილები ევროპული კოსმეტიკის გამოფენაზე Beauty Forum-ის გამარჯვებულებს შროსი, ფრჩიხლის მოვლის სექტორში. 2012 წელს Beauty Dusseldorf-ის საერთაშორისო გამოფენაზე დაიმსახურა პრიზი ნომინაციაში „სილამაზის სფეროში განსაკუთრებული სერვისი“.

საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული და ეფექტური 10 წლიანი ოფიციალური ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა სანდო, საქმიანი ურთიერთობა, რამაც გვიბიძგა მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიის დაარსებისკენ, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის კონკურენტუნარიან, კვალიფიცურ და მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის მქონე სპეციალისტების მომზადება/გადამზადების.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები